ნუტრიის გავრცელების ბუნებრივი არეალი შემოსაზღვრული ტერიტორიას მოიცავს-სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილს ბოლივიიდან და ბრაზილიის სამხრეთ რეგიონიდან ცეცხლოვან მიწამდე.
აქედან ეს ცხოველი აკლიმატიზებულ იქნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, XXI საუკუნის მიწურულს პირველად - არგენტინაში, შემდეგ ამერიკის შეერთებულშ შტატებში, ცოტა მოგვიანებით-ევროპასა და აზიაში.
გასული საუკუნის 30-იან წლებში კი, - საბჭოთა კავშირიც: საქართველოში – კოლხეთის ჭაობებში და მტკვრის ჭალაში (გარდაბანში); აზერბაიჯანში ლენქორანში; ტაჯიკეთში.
ჩვენში ნორმალურად იგვარა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში თანდათანობით განსახლდა და მონადირეები ხშირად ნახულობენ ხრამზე, ივრის ჭალაში, თბილისიდან ახლოს ფონიჭალაში-ტყეპარკის მიდამოებში და სხვაგან.
ნუტრია მღრღნელია, გარეგნულად დიდ ვირთაგვას წააგავს.მისი სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, წვრილი, მრგვალი კუდის 45- სმ-მდე წონა-5-10 კგ. მამრები უფრო მსხვილები არიან. მძიმე აგებულობის ცხოველი მოკლე ფეხებზე დგას, მასიური თავი აქვს და მასთან შეუსაბამოდ არაპროპორციულად პატარა თვალები და ყურები. სწორად ჩამოკვეთილ სახეს ორი გრძელი, მჭრელი, ნარინჯისფერი კბილი ამშვენებ