წარმომავლობა. ბოქსიორის დანარჩენი ნაირსახეობების მსგავსად, ეს ჯიში მიღებულ იქნა 1850 წელს მიუნჰენში მასტიფისა და ბულდოგის შეჯვარების შედეგად.
ჯიშის აღწერა. ვეფხვისებრი ბოქსიორის ძირითადი შეფერილობა ჩალისფერი ბოქსიორის მსგავსია იმ განსხვავებით, რომ ამ ნაირსახეობის ბოქსიორის ბეწვი დაფარულია შავი ან მუქი ზოლებით, რომლებიც თეძოების მიმართულებითაა განლაგებული. ზოლების ფერი უნდა იყოს შესამჩნევ კონტრასტში ძირითად შეფერილობასთან, თუმცა ეს ზოლები არ უნდა იყვნენ ძალიან ვიწრო ან ძალიან ფართო. თეთრი ლაქები დეფექტად არ ითვლება და უმჯობესიცაა კი იმ პირობით, თუ ისინი საერთო ჯამში არ იკავებენ სხეულის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტს. ძაღლები ძალიან დიდი თეთრი ლაქებით (მაგალითად, თეთრი გვერდი ან თეთრი თავი), ასევე შავი ან ნებისმიერი სხვა შეფერილობის ძაღლები, რომლებიც განსხვავებულია ვეფხვისებრი, ჩალისფერი ან ყვითელი შეფერილობებისაგან, გამოფენებზე არ დაიშვება. ბეწვი უნდა იყოს მოკლე, ბზინვარე და მჭიდროდ მიკრობილი სხეულთან. შავი ნიღაბი უნდა ფარავდეს მხოლოდ დრუნჩს და არ გადიოდეს მის ფარგლებს გარეთ. ხასიათი და გამოყენება. იხილეთ ბოქსიორი.