სპორტული ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა, - Caterham, - მოდელის, - Roadsport, - სპეციალური მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელსაც 125 Monaco ჰქვია. იგი მონაკოს ეძღვნება.
ძარას გვერდზე სახელმწიფოს დროშის ფერები (წითელი და თეთრი) ახატია, მანქანის სალონი კი წითელი დეტალების მქონე, შავი ტყავითაა გაწყობილი, რაც შემქმნელთა თქმით, მხილველს კაზინოს "რულეტკის" რგოლის ასოციაციას აღუძრავს. ახალ მოდიფიკაციას ჩვეულებრივი "შვიდიანისგან" პოლირებული, ალუმინისგან შექმნილი ძარა, აგრეთვე შავი "ცხვირი" და ბორბლების თაღებიც განასხვავებს.
მანქანა "ფორდის" 1,6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი, 125 ცხ. ძალის სიმძლავრის ძრავათია აღჭურვილი, რომელიც სიჩქარის გადაცემათა 5-საფეხურიანი, მექანიკური კოლოფით მუშაობს. მწარმოებლის მონაცემებით, ასეთი სიმძლავრის მქონე, 550 კგ-იანი Caterham Roadsport 125 Monaco 96 კმ/სთ სიჩქარეს 5,9 წამში განავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 181 კმ/სთ იქნება.
დიდ ბრიტანეთში სპეცვერსიის ღირებულება 20 995 გირვანქა სტერლინგი იქნება, ამასთან პირვლი 20 მყიდველი 1000-გირვანქიანი ფასდაკლებით ისარგებლებს
|