კონცერნმა "კრაისლერმა" განახლებული არასაგზაო - Jeep Patriot წარმოადგინა. ავტომობილს მოდერნიზებული ექსტერიერი და ინტერიერი, აგრეთვე საჭის მართვის განახლებული სისტემა აქვს. გარდა ამისა, მოდელის სრული აძვრის მქონე ვერსიის გზის ხილვადობა 2,5 სმ-ით გაიზარდა.
განახლებულ "ჯიპ პატრიოტს" წინამორბედისგან წინა ბამპერითაც გამოარჩევ, რომელზეც ნისლის საწინააღმდეგო ფარები ცენტრისკენაა გადაწეული. ასევე თვალში საცემია განსხვავებული რადიატორის ცხაური (ოდნავ შემცირდა სავენტილაციო ჭრილის სიმაღლე), მოდერნიზებული უკანა ბამპერი და 17-დუიმიანი ბორბლების დისკები. არასაგზაოს ძარა ახალ 4 ფრად იქნება შეღებილი. ახალ საჭის რგოლზე დამონტაჟებულია აუდიოსისტემის მართვის კლავიშები და კრუიზ-კონტროლი.
შეცვლილია ცენტრალური კონსოლი, თუმცა მისი არქიტექტურა ძველებური დარჩა. არასაგზაოს სალონში წინა მოდელებისგან განსხვავებული, უფრო ხარისხიანი მასალაა გამოყენებული, მათ შორის, სავარძლებისთვისაც. აშშ-ში რესტაილირებული "ჯიპ პატრიოტი" წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ავტომობილის ფასი ჯერჯერობით უცნობია. ადრე ანალოგიური ცვლილებები Jeep Wranler-მა განიცადა. ამ მოდელსაც შეეცვალა გარეგნობა, გაეზარდა ხმის ჩახშობის მაჩვენებელი და ინტერიერი.
|