Lamborghini პარიზის ავტოსალონზე სპორტქარ Gallardo-ს ლიმიტირებულ სერიას წარმოადგენს, რომელიც იტალიური მარკისა და საათების კომპანია Blancpain-ის ორწლიან თანამშრომლობას მიეძღვნა. Blancpain ჩემპიონატ Lamborghini Super Trofeo-ს სპონსორია. ახალ მოდელი, რომელსაც LP 570-4 Blancpain Edition ეწოდა, Gallardo-ზე მსუბუქია, უკეთესი სამუხრუჭე სისტემითა და უფრო კომფორტული და ძვირფასად გაწყობილი სალონით გამოირჩევა. სპორტქარი 5,2 ლიტრიანი V10-ით აღჭურვეს, რომელიც 570 ცხ/ძ-ს გამოიმუშავებს. ასეთი მძლავრი ძრავით Gallardo LP 570-4 Blancpain Edition-ს 320 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. სპორტქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,4 წამში ავითარებს, 200 კმ/სთ-მდე კი 6,8 წამი სჭირდება, ავტომობილზე სხვა ცნობები 2 ოქტომბერს, პარიზის ავტოსალონზე ოფიციალური პრემიერისას გავრცელდება.
|