კვირა, 2025-01-26, 4:44 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ავტო

ჰიუნდაის" ახალი ჰეჩბეკი

ერთ-ერთმა უცხოურმა ავტოგამოცემამ Hyundai I 10-ის განახლებული ჰეჩბეკის სურთები გაავრცელა, რომლებიც მანქანის პარიზულ პრემიერამდე 1 თვით ადრე, სეულში, სპეციალურ ღონისძიებაზეა გადაღებული. სურათებზე I 10-ის ექსპერიმენტული ვერსიაა წარმოდგენილი, რომელსაც BlueOn ჰქვია.

იგი ელექტროაგრეგატითაა აღჭურვილი (ძრავა სერიაში 2012 წლისთვის ჩაეშვება). ვარაუდობენ, რომ სერიული ავტომობილიც იმავე დიზაინს შეინარჩუნებს. რესტაილირებული Hyundai I 10-ის გარეგნობა სამხრეთ კორეული მარკის ახალ საფირმო სტილშია შესრულებული, რომელიც პირველად კროსოვერ ix35-ზე გამოიყენეს.

ავტომობილს სრულიად ახლებურად აქვს გაფორმებული ძარას წინა ნაწილი - გამოწეული შუქფარებით, რადიატორის განსხვავებული ცხაურითა და ბამპერის ქვედა ნაწილში - დიდი ჰაერწინაღობით. გარდა ამისა, მოდერნიზება განიცადა მანქანის ინტერიერმაც, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შეიცვალა იგი. განახლებული ჰეჩბეკის ყველა ძრავები უნდა შეესაბამებოდეს "ევრო-5"-ის ეკოლოგიურ სტანდარტებს. მოტორების ხაზში გამოჩნდება ერთი ლიტრის მოცულობის მქონე, ბენზინის "ოთხიანი", რომელიც 1,1-ლიტრიან აგრეგატს შეცვლის. 1,2-ლიტრიანი მოტორი უფრო მძლავრი და ეკონომიური იქნება.


BlueOn-ის პროტოტიპი 80 ცხ.ძ-იანი ელექტრომოტორითაა აღჭურვილი. მოტორი ლითიუმიონური ბატარეების კომპლექტით იკვებება. მწარმოებლის მონაცემებით, 100 კმ/სთ სიჩქარეს ასეთი ჰეჩბეკი 13,1 წამში განავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ იქნება. აკუმულატორების სრულად დასატენად 6 საათია საჭირო. ამასთან, მისი 80% სულ რაღაც 25 წუთში იტენება. "ჰიუნდაი ბლუვანის" სვლის თადარიგის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება

კატეგორია: ავტო | დაამატა: telavi20 (2010-09-20) | ავტორი: ჰიუნდაის" ახალი ჰეჩბეკი
ნანახია: 656 | ტეგები: ჰიუნდაის ახალი ჰეჩბეკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025 | ჰოსტერი uCoz