კომპანია "პორშე" პარიზის ავტოსალონში სპორტქარ Porsche 911-ის ექსკლუზიურ ვერსიას 911 Speedster-ს წარმოადგენს. ამ ავტომობილს სულ 356 ეგზემპლარად გამოუშვებენ და ტირაჟს 1965 წლის ლეგენდარულ მოდელს 356 Speedster-ს მიუძღვნიან.
სპორტქარი ღია ძარითაა წარმოდგენილი, რომლის საფირმო საბაზო ფერი მუქი ლურჯი იქნება, თუმცა შეკვეთა თეთრი შეფერილობის მოდელზეც იქნება შესაძლებელი და ამას თანხის დამატება არ დასჭირდება.
ავტომობილი ფორსირებული, 408-ძალიანი, 3,8-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, PASM-ის აქტიური შასითა და კერამიკული მუხრუჭებით იქნება აღჭურვილი. 911 Speedster-ის დინამიკურ მახასიათებლებზე დაზუსტებული ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სპორტქარის გაყიდვა უკვე დეკემბრიდან იგეგმება და მისი ფასი გერმანიაში 201 ათასი ევროდან დაიწყება.
|