კომპანია Citroen კონცეპტ-ქარ Lacoste-ს სერიული ვერსიის წარმოებას უახლოეს სამ წელიწადში დაიწყებს. ამ ფრანგული ავტომობილის პრემიერა პარიზის ავტოსალონზე გაიმართება.
ისევე, როგორც პროტოტიპი Peugeot
BB1, რომლის სერიული სახელი "2009" იქნება, Citroen-ის ახალი ავტომობილიც კომპანია Mitsubishi-ს პლატფორმაზე აიგება. იაპონელ ავტომწარმოებელთა პლატფორმას ფრანგული ავტომწარმოებლები თავიანთ ელექტრომობილებზე უკვე წარმატებით იყენებენ.
ცნობილია, რომ პროტოტიპ Citroen Lacoste-ს დიზაინის ზოგიერთ ელემენტს მომავალი თაობის მცირელიტრაჟიან C1-შიც გამოიყენებენ. კონცეპტ-ქარი, რომელიც ბენზინის სამცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, ტანსაცმლისა და აქსესუარების ფრანგულ მწარმოებელთან Lacoste-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
|