კვირა, 2024-05-12, 6:17 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » თევზები და ყველაფერი თევზაობაზე

მისაჩვევი და დამატებითი კვება

თევზის მიზიდვის მიზნით სარგებლობენ მისაჩვევი და დამატებითი საკვებით. შერჩეულ ადგილზე, ანკესობამდე რამდენიმე დღით ადრე, მისაჩვევ საკვებს მიმოფანტავენ, ვეულებრივ, დიდი რაოდენობით, ხოლო შემდეგ პერიოდულად ამატებენ მთელი სეზონის განმავლობაში ერთსა და იმავე საათებში და არა უგვიანეს ერთი დღე ღამისა ანკესობამდე. უშუალოდ ანკესობის წინ ჩაშვებულმა მისაჩვევმა საკვებმა შეიძლება ისე გააძროს თევზი, რომ სატყუარა არ მიიზიდავს მას. ანკესობის დროს ჩაშვებული მისაჩვევი საკვები კი თევზის ყურადღებას ჩამოაიცილებს ნემსკავიან სატყუარასგან. მისაჩვევ საკვებს, როგორც წესი, ჩაუშვებენ ერთმანეთისაგან დაშორებულ ორ-სამ ადგილას. შემდეგ ამოირჩევენ მათგან უკეთესს. ზოგჯერ, ანკესობის პირობებისდამიხედვით, მონაცვლეობით სარგებლობენ ამ ადგილებით. მისაჩვევისგან განსხვავებით დამატებით საკვებს ჩაუშვებენ უშუალოდ თევზჭერის დროს და ამისათვის შეარჩევენ გარკვეულ ადგილს. ზოგჯერ დამატებით საკვებს, მცირე რაოდენობით, მიმოფანტავენ ანკესობის დროსაც. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზედმეტმა დამატებითმა საკვება შეიძლება ხელი შეუშალოს თვით ჭერას. საკვები შეიძლება ვცვალოთ ჭერის პირობების, დინების სიჩქარისა და იმის მიხედვით, თუ რომელი თევზის დაჭერას აპირებენ. ნებისმიერი საკვები, რომელიც გამოიყენება მისაჩვევი და დამატებითი საკვებისთვის, უნდა იყოს ახალი. ყველაზე უფრო მიღებულია შემდეგი საკვები: კოპტონი, წენონი – სელისა, მზესუმზირასი, ბამბისა, სოიისა. მას ჯერ დააალბობენ, ხოლო შემდეგ ხარშავენ დალბობამდე, მცირე რაოდენობის წყალში. იყენებენ როგორც სუფთა, წმინდა სახით, ასევე ქატოსთან და ბრინჯის, ხორბლის, შვრიის, ქერის მოშუშულ მარცვლებთან ერთად არეულს. ზოგჯერ ამზადებენ კოპტონისა და მაგრად მოხარშული, ფხვიერი (ფეტვის, უჩენჩო ქერის, ხორბლის, წიწიბურას) ფაფის ნარევს. ნარევს ისე შეარჩევენ, რომ მასში იყოს როგორც მკვრივი საკვები, ასეცე წყლით ადვილად მოსაცილებელიც. ეს უკანასკნელი, მიაქვს რა დინებას, მოიზიდავს თევზს მისაჩვევი საკვების ადგილისაკენ. შეიძლება ავიღოთ კოპტონის, ქაფქაფა წყლით მოწალული, დიდი ნაჭრებიც. ძლიერ დინებაში თევზჭერის დროს შეიძლება კოპტონი არც მოვწალოთ. მაშინ მას დებენ სუფთა ძაფის ბადურა-საკვებურში და ჩაუშვებენ წყალში მხოლოდ ანკესობის დროს. ფაფები – ფეტვის, უჩენჩო ქერის, წიწიბურასი, შვრიისა და სხვა. გამოიყენება მისაჩვევ და დამატებით საკვებად სხვა მინარევების გარეშე. ქატო და ფქვილი – ქატოსა და ფქვილს აურევენ სხვა საკვებთან და იყენებენ დინებაში ანკესობის დროს, როცა სასურველია საკვები თანდათანობით გამოირეცხოს და შორს მიჰქონდეს დინებას. პურეულის მარცვლები – გამოიყენება როგორც წმინდა, ასევე სხვა საკვებთან მინარევების სახით. ხმარების წინ მათ ალბობენ და მოწალავენ ისე, რომ კანი არ გასკდეს და არ გადაიქცეს! სქელ მასად. სიმინდი – უმჯობესია ჭყინტი.სიმინდს გამომარცვლავენ და ყრიან წყალში. სიმინდის გამხმარ ტაროებს წინასწარ დაალბობენ და მოშუშავენ ორთქლში. გზისპირა ნაგავი – გზაზე მოგროვილ მტვერს, ცხვრის დენგარსა (კურკლი) და ცხენის ჩონჩორიკს აყალო მიწაში აურევენ და წარმატებით იყენებენ თევზების მოსაზიდად. ხაჭო – გამოიყენება მისაჩვევ საკვებად ზოგიერთი თევზისათვის, რომლებიც ფსკერზე იკვებებიან. კარტოფილი – მოხარშული მოზელილი და ოდნავ შეზავებული სელის ან მზესუმზირის არარაფინირებული ზეთით, წარმოადგენს კარგ მისაჩვევ საკვებს ფსკერული თევზებისათვის. ჭვავის ორცხობილა – ოდნავ დამწვარი და ბადურა საკვებურში ჩადებული მშვენიერი მისაჩვევი და დამატებითი საკვებია. მიწის ჭიაყელები – დაკეპილი და თიხნარ მიწასთან შერეული გამოიყენება თუ ფსკერი არაბლანტი, შლამიანი გრუნტისაა. მწერთა მატლები – კოღო ხრიალასი, ხორის ბუზისა და სხვა. შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებით საკვებად უშუალოდ ჭერის დროს, აგდებენ რა ცოტ-ცოტას ნემსკავიან სატყუარასთან ახლოს. ძირითადად, კარგია წვრილი საკვები მატლები. მისაჩვევი დამატებითი საკვების გამოყენების ხერხები სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია წყალსატევის რეჟიმზე, დინებაზე, ფსკერის გრუნტზე, დაჭერის ხერხსა და თვით მეთევზის შესაძლებლობაზე.დინებაში უმჯობესია მისაჩვევი საკვების ჩაყრა აყალო მიწაში შერეული გრუნტების სახით, ხოლო დამდგარ წყალში - მაგალითად, ორთქლში მოშუშული მარცვლების, ფაფის და ა. შ. მიმობევით. ასეთივე საკვები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დინებაშიც, ოღონდ იგი უნდა ჩაიდოს ბადეში, რომელსაც მობმული ექნება ქვა სიმძიმისათვის და პატარა ქერქეჭელა და ადვუშვათ ფსკერზე

კატეგორია: თევზები და ყველაფერი თევზაობაზე | დაამატა: telavi20 (2010-09-25) | ავტორი: მისაჩვევი და დამატებითი კვება
ნანახია: 1671 | ტეგები: მისაჩვევი და დამატებითი კვება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz