კვირა, 2024-05-12, 3:48 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » თევზები და ყველაფერი თევზაობაზე

ხრამული Capoeta capoeta
ამ სტატიაში შევეხები ჩვენი იქტიოფაუნის წარმომადგენელს, რომელიც ყველასათვის ნაცნობია და წარმოადგენს საქართველოს მდინარეების, ტბების და წყალსაცავების ერთ-ერთ ძირითად სახეობას. ლათინური დასახელება Capoeta capoeta. ჩვენს ქვეყანაში მას რამოდენიმე დასახელებით იცნობენ: ხრამული, კაპოტი, კაპუეტი, ფიჩხული, ლურჯი, ბოლოწითელი. ჩვენთან ბინადრობს ხრამულის 4 სახეობა.სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში, ტოფობს მაისიდან ივნისის ბოლომდე, თხელწყლიან ქვაქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს.

1-ჩვეულებრივი ანუ ტრანსკავკასიური ხრამული- მდინარე მტკვარი (ზემო და ქვემო წელი) ოქუმი, ლიახვი, ქსანი, არაგვი, ხრამი, დებედა, მაშავერა, ალაზანი თავისი ყველა შენაკადით, იორი. ტბები: ჯანდარა, ბაზალეთი. წყალსაცავები ; თბილისის, სიონის. ლათინური დასახელება Capoeta capoeta (Gueldenstaedtii, 1773)

2-სევანის ხრამული-ტბები: ფარავანი, საღამო, ტაბაწყური. წყალსაცავები: ხრამის, თბილისის, ტყიბულის. ლათინური დასახელება Capoeta capoeta sevangi (de Filippi, 1865)
3-ანატოლიური ხრამული: ჭოროხი, სუფსა,რიონი თავისი შენაკადებით. ლათინური სახელი Capoeta tinca (Heckel, 1843)
ხრამული
Capoeta capoeta

4-კოლხური ხრამული დასავლეთ საქართველოს ყველა მდინარესა და წყალსაცავში. ლათინური დასახელება Capoeta sieboldi (Steindachner, 1864 )

ცხოვრების ნირით წარმოადგენს ფსკერულ თევზს, ამ ტიპის თევზებისათვის დამახასიათებელი, ეგრეთწოდებული ქვედა პირით.
ქვედა ტუჩი წარმოსდგენს გარქოვანებულ საფხეკ ინსტრუმენტს, რის საშუალებითაც ახერხებს ქვებიდან ხავსის აფხეკვას, რომლითაც იკვებება. მცენარეების, ძირითადად ხავსის გარდა, მის რაციონში შედის მწერების მატლები, რომლებიც წყალში განვითარების სხვსდასხვა სტადიას გადიან.

ხრამულზე ანკესით თევზაობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. სატყუარად გამოიყენება: ბუზის მატლი, ჭიაყელა, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრები, პურის ქერქის კუბიკები, გარკვეულ პერიოდში ხავსი, როგორც ჩქერის (перекат) ასევე ჭაობის. მასზე სათევზაოთ გამოიყენება როგორც ტივტივიანი ისე ფსკერულა ანკესი.

კატეგორია: თევზები და ყველაფერი თევზაობაზე | დაამატა: telavi20 (2010-09-16) | ავტორი: ხრამული Capoeta capoeta W
ნანახია: 1779 | ტეგები: ხრამული Capoeta capoeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz