კვირა, 2024-05-12, 0:37 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » თევზები და ყველაფერი თევზაობაზე

კალმახი Salmo fario

საქართველოში ბინადრობს კალმახის ორი ჯიში ჩვეულებრივი ანუ მდინარის კალმახი -Salmo trutta და 1936-1940 წლებში აკლიმატიზიზრებული ცისარტყელა კალმახი -Salmo irideus.

მდინარის კალმახი საქართველოს თითქმის ყველა მდინარის ზემო დინებაში ბინადრობს და ბოლო დრომდე საკმაოდ მრავალრიცხოვანიც იყო.
მიუხედავად გავრცელებული ცნობისა, რომ კალმახი მცირე ზომის თევზია იგი 3-4 კილოგრამ წონას აღწევს, ხოლო ლიტვის ოფიციალურ რეკორდად ითვლება 7,5 კილოგრამიანი ეკზემპლიარი.
ცისარტყელა კალმახი ძირითადად საკალმახე მეურნეობებში ჰყავდათ, მაგრამ დღეს დღეობით ეს ჯიშიც მთელი საქართველოს მაშტაბით გავრცელდა.
კალმახის ეს ჯიში გაცილებით უფრო დიდი იზრდება, ცნობილია 20 კილოიანი ეკზემპლიარების დაჭერის შესახებაც.

ადამიანი -მტერი №1

კალმახი წმინდა მტაცებელია. ყველგან მსოფლიოში იგი სამოყვარულო თევზჭერის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. ის ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ამ ძლიერ და შეუპოვარ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლა სამუდამოდ ხდება "მეკალმახე". იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში მთელი ტურისტული ინდუსტრია არის აწყობილი კალმახის ჭერაზე. კულინარიული თვისებებით კალმახის ხორცი ცნობილი დელიკატესია.
ყველგან მსოფლიოში ამ თევზს უფრთხილდებიან, ამრავლებენ და ლიფსიტას აბრუნებენ მდინარეებში, არ თევზაობენ ქვირითობის პერიოდში.

ყველგან საქართველოს გარდა!!!

ტოტალური ბრაკონიერობა გახდა ამ მშვენიერი თევზის გადაშენების პირას მისვლის ბრალი. პირადად მე ვიცი მცირე მდინარეები რაჭაში, სამეგრელოში, ხევსურეთში, რომლებშიც არამც თუ კალმახი, საერთოდ მწერიც კი გააქრეს...
გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ მცირე მდინარეებს სერიოზული ზიანი სულ რაღაც ერთი სეზონის განმავლობაში რამოდენიმე პროფესიონალმა სპინინგისტმა შეიძლება მიაყენოს.

კალმახი შეტანილია წითელ წიგნში და მისი ჭერა აკრძალულია ნებისმიერი მეთოდით!!!



წყარო: http://კალმახი Salmo fario
კატეგორია: თევზები და ყველაფერი თევზაობაზე | დაამატა: telavi20 (2010-09-16) | ავტორი: კალმახი Salmo fario
ნანახია: 1383 | ტეგები: კალმახი Salmo fario | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz