კვირა, 2024-05-12, 11:36 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » თევზები და ყველაფერი თევზაობაზე

გველთევზა Anguilla anguilla

გველთევზა ჩვენი წყლების ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და ნაკლებად შესწავლილი თევზია. ამოუცნობი იმიტომ, რომ მეცნიერებმაც კი არ იციან დადასტურებით მისი ცხოვრების ციკლის დეტალები და ნიუანსები.
ქვევით მოვიყვან ზოგადად მიღებულ ინფორმაციას.

ჩვეულებრივი ანუ ევროპული გველთევზა არის მტკნარი წყლის მტაცებელი. მას გრძელი გველის მსგავსი სხეული აქვს. ზურგი მუქი მწვანე-შავი, მუცელი მოყვითალო ან თეთრი. ბინადრობს გველთევზა ბალტიის ზღვის აუზის მდინარეებში. გაცილებით ნაკლები შავი, აზოვის, თეთრ და ბარენცის ზღვების აუზის მდინარეებში.
საქართველოში გველთევზა ბინადრობს დასავლეთით, თითქმის ყველა დიდი მდინარის ქვემო დინებაში.

გველთევზა ერთადერთი თევზია საქართველოში, რომელსაც შეუძლია დანამულ ბალახზე მოძრაობა. ასეთი ხერხით იგი ერთი წყალსატევიდან მეორეში გადაინაცვლებს და აღმოჩნდება ხოლმე სრულებით იზოლირებულ წყალსატევებში. საბინადრო ადგილებად იგი ირჩევს წყნარ ადგილებს სადაც რაიმე თავშესაფარია (დიდი ქვები, ჩაძირული ხეები, სოროები, ბეტონის სამაგრები და სხვა.).
იკვებება გველთევზა ძირითადად ღამე, სანაპირო ზოლში. თუმცა თუ საკვები მის სადგომთან ახლოს მოხვდება იგი თავის შანს დღისითაც არ გაუშვებს. მისი რაციონი ძალიან ფართეა: მწერები, ბაყაყი, თევზი, კიბორჩხალა.. ერთი სიტყვით ყველაფერი რისი გადაყლაპვაც შეუძლია.
იძრდება გველთევზა 2 მეტრი და 5 კილო.

ქვირითობს გველთევზა 2000 მეტრის სიღრმეზე სარგასის ზღვაში, რის შემდეგაც იღუპება. გამოჩეკილი ლიფსიტები გოლფსტრიმის თბილ დინებაში ხვდებიან და 3 წლის განმავლობაში მიგრირებენ ევროპის ნაპირებისკენ. ამ პერიოდში ისენი ტრანსფორმაციას განიცდიან და გადაიქცევიან ეგრეთ წოდებულ "შუშის" გველთევზებად, რომელიც ჯერ სულ არ ჰგავს ზრდასრულ ეკზემპლიარს.

ყველაფერი რაც ზემოთ მოგახსენეთ მხოლოდ საერთო თეორიული ნაწილია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ჩვენ მეთევზეებს პირველ რიგში გვაინტერესებს არა "შუშის" ლიფსიტას მიგრაცია სარგასის ზღვიდან ჩვენ წყალსატევებამდე, არამედ უკვე ზრდილი გველთევზას ეკზემპლიარები.
როგორც უკვე ავღნიშნეთ საქართველოში გველთევზა ბინადრობს დასავლეთით. მისი ჭერის სტატისტიკა სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს, მაგრამ დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად მას იჭერენ ზღვის შესართავთან და მისგან არაუმეტეს 15-30 კილომეტრის რადიუშში განლაგებულ წყალსატევებში.

საქართველოში გველთევზას ჭერა მთელი წლის განმავლობაში შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით წარმატებული სეზონი მარტის შუა რიცხვებიდან იწყება. გველთევზა ტიპიური ფსკერული მტაცებელია, რომელიც ღამის საათებში ნადირობს. ამიტომ მასზე თევზაობისას ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ თევზს მშვენივრად აქვს ყნოსვა განვითარებული და ყველაფერი ზემოდ თქმულიდან გამომდინარე გველთევზას საჭერად ყველაზე მოხერხებული -მძიმე კლასის ფიდერია.

შეიძლება ვითევზაოთ ერთი ანკესით, მაგრამ როგორც წესი გველთევზაზე თევზაობენ ორი ან სამი ჯოხით. თანაც მეტი მოხერხებულობისთვის მათ სიგნალიზატორებზე ათავსებენ, თევზაობა ხომ ღამე ხდება და ასე გაცილებით მოხერხებულია. დამატებით საკვებს, რომელსაც მძიმე ფიდერის საკვებურაში შევაკეთებთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. იგი დიდი რაოდენობით ცხოველურ კომპონენტებს უნდა შეიცავდეს. გთავაზობთ რამოდენიმე რეცეპტს:

თევზის ფქვილი 1კგ
ქატო 0.5კგ
წითელი ჭია 200 გ

ქატო 1კგ
თევზის ფარში 1კგ
სანაპირო ქვიშა


პური 2 ცალი
თევზის ფქვილი 1 კგ
წითელი ჭია 200 გ

თევზაობენ გველთევზაზე მძიმე ტივტივათიც, რომელიც მანათობელათი უნდა იყოს აღჭურვილი. კევლარის ლიდერი აუცილებელი არ არის.
სატყუარად ტრადიციულად იყენებენ მსხვილ წითელ ჭიებს, მიწის ჭიებს, ლიფსიტას (ცოცხალსაც და მკვდარსაც).

იჭერენ გველთევზას ნაკლებათ სპორტული მეთოდითაც, ეგრთ წოდებული "ჩაკიდული" ფსკერულით. 20-25 მეტრიან თოკზე მიახლოვებით ყოველ 1.5 მეტრში აბავენ ნემსკავიან ლიდერს. ერთ მხარეს ამაგრებენ ნაპირზე, მეორე კი, სიმძიმე გამობმული, შეაქვთ წყალში და მთელი ღამით ტოვებენ. დილით "ჩაკიდულის" ამოწმებენ და ხსნიან გამობმულ გველთევზებს.

საქართველოში რატომღაც არ არის გველთევზას ჭამის კულტურა. შეიძლება იმიტომ, რომ ეს თევზი გველს ჰგავს და აქ ცრურწმენას აქვს ადგილი, შეიძლება იმიტომ, რომ მასზე მიზანმიმართულად არავინ თევზაობს... ზუსტი მიზეზი უცნობია.
მიუხედავად ამისა მთელს მსოფლიოში იგი ითვლება უძვირფასეს დელიკატესად, განსაკუთრებით შებოლილი.



წყარო: http://გველთევზა Anguilla anguilla
კატეგორია: თევზები და ყველაფერი თევზაობაზე | დაამატა: telavi20 (2010-09-16) | ავტორი: გველთევზა Anguilla anguilla
ნანახია: 2070 | ტეგები: გველთევზა Anguilla anguilla | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz