პარასკევი, 2024-05-10, 10:31 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » სამხედრო

გიგანტების გზა
იცით , რომ ოდესღაც ჩრდილოეთ ირლანდიაში გიგანტები ცხოვრობდნენ? ამის დამამტკიცებელი საბუთი კი , გიგანტების გზაა , ეს ბუნების საოცრება ზღვის ნაპირზე მდებარეობს.
ირლანდიელებს ასეთი ლეგენდა აქვთ : ირლანდიაში მცხოვრები ერთ-ერთი გიგანტი ყველაზე ამბიციური იყო,მას ერქვა ფინ მაკ კუმალი და დაბადებიდანვე ყველას უმტკიცებდა , რომ ის ყველაზე ძლიერი და დიდი იყო. ირლანდიელებს შორის იყო ჭორები , რომ შოტლანდიაში ცხოვრობს გიგანტი , რომელსაც ბენ ბენანდონერი ერქვა და ის იყო ყველაზე ძლიერი და დიდი. კუმ კუმალი როგორ მოისვენებდა , რომ არ დამეტკიცებინა ბენის სისუსტე და არ დაემარცხებინა იგი . ამიტომ მან გადაწყვიტა აეგო გზა ზღვაზე და გადასულიყო შოტლანდიაში.
ფინი შრომობდა და შრომობდა , ბოლოს როგორც იქნა ააგო გზა და გაეშურა შოტლანდიისკენ. ფინმა შორიდან მოკრა თვალი თავის მეტოქეს და რომ დაინახა რამდენად დიდი იყო ბენი მასზე უკან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა. ბენმა როგორ თუ გაიქცაო და უკან დაედევნა . ფინი თავისი ცოლის გამჭრიახობამ იხსნა სიკვდილისგან , მან გაახვია გიგანტი ზეწრებში და დააწვინა ნაპირზე. ეს "ბავშვი” , რომ დაინახა ბენმა , ვაიმე მამამისი რა იქნებაო და უკან გაბრუნდა კისრისმტვრევით.
. . . ხოდა ასე გაჩნდა გიგანტების გზა.
დაუჯერებელია : როგორ გაჩნდა აქ ასეთი საოცრება , თითქოს გამოთლილი ქვები . შორიდან რომ შეხედოთ გიგანტების გზას მონეტები გეგონებათ ერთად დაწყობილი . როგორ გაჩნდა ეს ყველაფერი? მეცნიერებს რომელთაც არ სჯერათ ამ ლეგენდების (მეც) აქვთ თეორია , თუ როგორ გაჩნდა გიგანტების გზა. ეს ყველაფერი კი 55 მილიონი წლის წინათ მოხდა , როდესაც აქ ვულკანი ამოიფრქვა . ლავა პირდაპირ ზღვისკენ წავიდა და როცა ნაპირამდე აღწევდა წყალი აცივებდა მას .
დრო გადიოდა , ტალღები ნაპირზე ეხეთქებოდნენ , ტემპერატურა იცვლებოდა და ბაზალტის ქვებს სხვადასხვა ფორმა ეძლეოდათ. ეს ადამიანის ნამოქმედარს უფრო გავს , მაგრამ მას ჩვენი საოცარი ბუნება ქმნიდა მრავალი წლის განმავლობაში.
მზის ჩასვლისას გიგანტების გზა ყველაზე კარგად გამოიყურება . . .
ახლა ამ ბუნების საოცრებას იუნესკო იცავს და ის ყველაზე ირლანდიის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.
არავინ იცის რა მოხდება ათასი წლის შემდეგ , შეიძლება ზღვამ დაძლიოს ქვების წინააღმდეგობა და გიგანტების გზა აღიგავოს პირისაგან მიწისა , მაგრამ მოდით სანამ ეს მოხდება დავტკბეთ ამ საოცრებით

წყარო: http://გიგანტების გზა
კატეგორია: სამხედრო | დაამატა: telavi20 (2010-09-13) | ავტორი: გიგანტების გზა W
ნანახია: 778 | ტეგები: გიგანტების გზა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz