პარასკევი, 2024-05-10, 9:06 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » სამხედრო

ამერიკელები უმართავ რაკეტებს მართვადად მარტივად გადააქცევენ

ბრიტანულმა კომპანია BAE Systems-მა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებთან კონტრაქტი გააფორმა და მის ფარგლებში ლაზერული დამიზნების სისტემების (APKWS) სერიულ წარმოებას დაიწყებს, რომლებიც უმართავ რაკეტებზე დაყენდება. ცნობილია, რომ APKWS-ის მეშვეობით სრულყოფილი რაკეტებით, პირველ რიგში, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საბრძოლო ვერტმფრენებს Bell AH-1W SuperCobra-ებს აღჭურვავენ.

მას შემდეგ კი, რაც ამერიკელი სამხედროები APKWS-ის პირველი სერიული პარტიის ნიმუშებს საომარ პირობებში წარმატებით გამოცდიან, სისტემების ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყება.

სისტემაზე მუშაობა კომპანია BAE Systems-მა 2006 წელს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაიწყო. ის ვერტმფრენზე დასაყენებელი ლაზერული სამიზნით, რაკეტებზე დასამონტაჟებელი სამართავი და სენსორული ბლოკებითაა წარმოდგენილი, რაც ამერიკელ სამხედროებს საშუალებას მისცემს, მოძველებულ და საწარმოებლად იაფ უმართავ რაკეტებს ახალი ფუნქცია შესძინონ.

სისტემა APKWS-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი წყალობით 70 მმ-იანი რაკეტების გასაშვებ კონსტრუქციასა და ვერტმფრენის ბორტის სისტემებს გადაკეთება არ დასჭირდება. ამრიგად, მოდიფიცირებული რაკეტების გამოყენება ყველა იმ ვერტმფრენზე გახდება შესაძლებელი, რომელსაც 70 მმ კალიბრის რაკეტის გამშვები დანადგარი ექნება. მაგალითისთვის, APKWS-ით აღჭურვილი რაკეტების გაშვებას ვერტმფრენები Cobra, UH-1 Huey, OH-58 Kiowa Warrior და AH-64 Apache შეძლებენ.

ახალი სისტემის ბოლო გამოცდა ამ წლის დასაწყისში მოხდა. APKWS-ით აღჭურვილი 8 საცდელი გასროლიდან უძრავი და მოძრავი მიზნები რვავემ დააზიანა.

კატეგორია: სამხედრო | დაამატა: telavi20 (2010-09-18) | ავტორი: ამერიკელები უმართავ რაკეტებს მართვა
ნანახია: 629 | ტეგები: ამერიკელები უმართავ რაკეტებს მართვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz