ხუთშაბათი, 2024-03-28, 5:11 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ფრინველები

კოლხური ხოხობი
კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.
კატეგორია: ფრინველები | დაამატა: telavi20 (2010-09-24) | ავტორი: კოლხური ხოხობი
ნანახია: 1227 | ტეგები: კოლხური ხოხობი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz