ოთხშაბათი, 2024-04-24, 2:59 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ძაღლები

გერმანული ნაგაზი (GERMAN SHEPHERD)

წარმომავლობა. არსებობს გერმანული ნაგაზის წარმოშობასთან დაკავშირებული რამდენიმე განსხვავებული თეორია. ერთ-ერთის თანახმად, ეს ჯიში გაჩნდა სხვადასხვა გერმანული ჯიშის შეჯვარების შედეგად; სხვა თეორიის თანახმად, იგი წარმოიშვა სპონტანურად ნაგაზებისა და მგლების შეჯვარების შედეგად. ჭეშმარიტება გადაიკარგა საუკუნეთა ჩრდილში. თუმცა ცნობილია, რომ უკვე ახ. წ. VII საუკუნეში გერმანიაში არსებობდა ასეთი ტიპის ნაგაზი. პირველი გერმანული ნაგაზები (გრძელბეწვიანი) გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა განოვერში 1882 წელს, ხოლო მოკლებეწვიანების პირველი გაყვანა განხორციელდა ბერლინში 1889 წელს. აღვნიშნოთ, რომ გერმანული ნაგაზის ფორმირების პატივი ეკუთვნის ძაღლების მოყვარულს ფონ შტეფანიცს.

ჯიშის აღწერა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 60-65 სმ, ძუ – 55-60 სმ. წონა: 35-40 კგ. ძაღლი აწყობილია ძალზე პროპორციულად, კუნთოვანია, ძლიერი, არა მასიური და არა მძიმე, თუმცა სიმსუბუქის ყოველგვარი ნიშნის გარეშე. გერმანული ნაგაზის სხეული ოდნავ გამოწეულია, გულმკერდი ღრმაა. პირველივე შეხედვიდანვე ჩანს, რომ ძაღლი ძალიან გამძლეა, აქვს ელვისებური ნახტომების უნარი ხანგრძლივი დევნის მიზნით. მისი სვლა – ელეგანტურია, კორპუსის ვერტიკალზე თითქმის მოძრაობების გარეშე. თავი უნდა იყოს სხეულის პროპორციული, ოდნავ გაფართოებული კეფაში, მაგრამ არა უხეში აგებულობის, ცხვირის ბოლოსკენ – უნდა ვიწროვდებოდეს, მაგრამ დრუნჩი არ უნდა იყოს წვეტიანი. ამ ჯიშის შუბლი ოდნავ ამობურცულია, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა – მდორეა, დრუნჩი ძლიერია, კარგი სიღრმის, თვალებს შორის ფოსოები კარგადაა ჩასხმული, ყბები ძლიერია, თანკბილვა – მაკრატელისებრი. ყურები ფართოდაა განთავსებული, წაწვეტებული დაბოლოებებით. ისინი სწორად მდგომია, ამოტრიალებულია ზუსტად წინისკენ (ლეკვებს 6 თვის ასაკამდე ყურები შეიძლება ჰქონდეთ დაკიდებული). ცხვირი შავია, თვალები – ნუშისებრი, მუქი, ჭკვიანური და კეთილშობილურ-ყურადღებიანი გამოხედვით. კუდი ფუმფულაა, აღწევს სახტომ სახსარს ან უფრო გრძელია, ხმალისებრი, დაბლა ჩამოშვებული, როდესაც ძაღლი მშვიდია და ჰორიზონტალურად აწეული, როდესაც ძაღლი აღელვებულია. წინა ფეხები და მხრები – კარგად განვითარებული მუსკულატურითაა, თეძოები – ძლიერი, თათები – მრგვალი ძალიან ხეხეში ბალიშებით. შეფერილობა: შავი, ფოლადისფერი, ანტრაციტისფერი, წითური ან ყავისფერი ან ყვითელი ფერების სხვადასხვაგვარი ელფერის, ღია ნაცრისფერი. არსებობს გერმანული ნაგაზის სამი ნაირსახეობა: მოკლებეწვიანი, გრძელ-უხეშბეწვიანი, გრძელბეწვიანი. ბეწვის შეფერილობა და სიგრძე ძაღლის თვისებებზე არ აისახება, თუმცა წმინდა თეთრი შეფერილობა, თუ ცხვირის ბიბილო, ტუჩები და თვალების მოქობვა არაა შავი ფერის – არასასურველია.

ხასიათი. გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი.

გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით.

კატეგორია: ძაღლები | დაამატა: telavi20 (2010-09-13) | ავტორი: გერმანული ნაგაზი (GERMAN SHEPHERD) W
ნანახია: 3488 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 jaba333  
0
უნივერსალური ჯიშია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz