პარასკევი, 2024-05-10, 3:41 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ძაღლები

ბასეტ-ჰაუნდი

ბასეტ-ჰაუნდი ღირსებითა და არისტოკრატიზმით აღსავსე, მოკლეფეხება ძაღლია ლამაზი თავით, რომელიც დაფარულია კანის მრავალრიცხოვანი ნაკვთით. ეს ჯიში გამოირჩევა ძალიან გრძელი ყურებით და დიდი სევდიანი თვალების ჭკვიანური გამომეტყველებით. საკუთარ სიმაღლესთან მიმართებაში ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჯიშია: 35-36 სმ სიმაღლისას ბასეტ-ჰაუნდი იწონის 18-27 კგ-ს. ბეწვი მოკლე და გლუვია, მჭიდროდ მიკრობილი, მაგრამ არ არის დიდად თხელი. ტიპიური შეფერილობა სამფეროვანია: თეთრი, შავი და წითური ფერების შეხამება, არსებობს ორფეროვანიც – ლიმონისფერ-თეთრი. ამის გარდა, დაშვებულია მეძებარი ძაღლებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი შეფერილობა. კუდი ანცად აწეულია მაღლა.

ისტორია. ამ მოკლე მოღუნული ფეხების მქონე მეძებარს საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია გააჩნია, რომელსაც ფესვებით შუა საუკუნეებში მივყავართ. ბასეტ-ჰაუნდის წინაპრები იყვნენ არტეზნანო-ნორმანდული ბასეტები, რომლებიც საფრანგეთიდან ინგლისში გაიყვანეს და ბლადჰაუნდთან შეაჯვარეს. ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ინგლისელ, ისე ფრანგ დიდგვაროვნებთან. ბასეტს შეუძლია ირმის გარეკვაც, მაგრამ, ჩვეულებრივ, მას სხვა ნადირის – ბოცვერის, ხოხობისა და ენოტის სადევნებლადაც კი იყენებენ. ბასეტებთან ერთად ნადირობენ მცირე ხროვებით, ისინი რეკავენ ნელა, მაგრამ დაჟინებით.

ხასიათი. პოპულარული სახლის ძაღლი და მონადირე ბასეტ-ჰაუნდი ფართოდაა გავრცელებული ინგლისსა და ამერიკაში: ეს ძაღლი კეთილმოსურნე და ალერსიანია, მშვენივრად ცხოვრობს როგორც ადამიანებთან, ისე ცხოველებთან. მონადირული დანიშნულების მიუხედავად, შესაბამისი ტრენინგის გარეშე ბასეტი შეიძლება გახდეს ზარმაცი და გასუქდეს: მისთვის აუცილებელია რეგულარული სეირნობები.                                                      

კატეგორია: ძაღლები | დაამატა: telavi20 (2010-09-13) | ავტორი: ბასეტ-ჰაუნდი W
ნანახია: 1063 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz