პარასკევი, 2024-05-10, 5:25 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ძაღლები

აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი (East European Shepherd)
სამსახურებრივი ძაღლების ჯიშია. ეს გერმანული ნაგაზის რუსული ტიპია, რომელიც გამოიყვანეს მიმართული სელექციის გზით. ტომობრივი მოშენება დაიწყო 1924 წელს სსრკ-ში გერმანიიდან ჩამოყვანილი ძაღლების საფუძველზე. ძირითადად, გამოყვანა ხდებოდა საბჭოთა ჯარის საშენეებში, შსს-ს, ჯარის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის ნებაყოფლობითი საზოგადოების სამსახურებრივი მეძაღლეობის კლუბებში. ხანგრძლივი მიმართული გადარჩევის შედეგად გამოიყვანეს აღმოსავლურ-ევროპული ხაზი, რომელიც გამოირჩევა უფრო დიდი სიმაღლითა და უკეთესი ფიზიკური განვითარებით. უკანასკნელ დროს, ეჭვის ქვეშ ყენდება დასავლურ-ევროპულ ნაგაზთან შედარებით აღმოსავლურ-ევროპულის უპირატესობა.

აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი – კონსტიტუციის ძლიერი და მშრალი ტიპის, კუნთოვანი ძაღლია, კარგად განვითარებული ჩონჩხით. მისი სიმაღლე საშუალოზე უფრო მაღალია – სიმაღლე მინდაოში – 61-70 სმ, ხვადი ძუზე უფრო მასიურია. წონა: 35-48 კგ. ამ ჯიშის კორპუსი თითქმის კვადრატულია, მკერდი – ღრმა, თავის ქალა და დრუნჩი გერმანულ ნაგაზზე უფრო ფართოა. ბეწვი ხშირი და მჭიდროა განვითარებული ქინქლით. შეფერილობა: შავი, შავ-ჩალისფერი, ასალისებრი. პირველ რიგში, აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი სამსახურებრივი ძაღლია და უნდა გააჩნდეს თავისი საქმე. იგი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებს და სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვებს. ნაგაზებისათვის დამახასიათებელია ისეთი მემკვიდრეობითი ავადმყოფობა, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია.

ზოგადი გარეგნობა. აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი – ღონიერი მუშა ძაღლია, საშუალოზე უფრო მაღალი სიმაღლით, დონავ გაფართოებული ფორმატით და ძლიერი ზურგით. დრუნჩი და თავის ქალა უფრო ფართოა, ვიდრე გერმანულ ნაგაზთან და მეტად სტილიზირებულია. ძაღლები უფრო მშრალი და მაღალფეხებაა. ეს ჯიში განკუთვნილია სხვადასხვა სამსახურისათვის. აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი მდორე და რბილი მოძრაობებით ფლობს დიდ ძალას და გამძლეობას, ასევე ცოცხალი, მოძრავია და კარგად იწვრთნება.

მოძრაობები. თავისუფალი, მდორე, განიერი. დამახასიათებელი სვლა – სწრაფი ოთხით სვლა. ჩორთისას მინდაო და გავა უნდა იყვნენ ერთ დონეზე.

სადისკვალიფიკაციო ნიშნები. კრიპტორქიზმი ერთ- ან ორმხრივი, განუვითარებელი სათესლეები. ცხვირი ყავისფერი ბიბილო. დაკიდებული ან კუპირებული ყურები. მოკლე ან კუპირებული კუდი. გრძელი ბანჯგვლიანი ბეწვი. რომელიმე საკბეჭი კბილის, ერთ-ერთი ეშვის, ერთი P3 ან P4 ან M-ის არარსებობა.
კატეგორია: ძაღლები | დაამატა: telavi20 (2010-09-28) | ავტორი: აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი (East Eu
ნანახია: 1997 | ტეგები: აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი (East Eu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz