პარასკევი, 2024-05-10, 6:54 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ავტო

Volkswagen-მა ახალი Passat გამოამზეურა

პარიზის ავტოსალონის გახნის წინ კომპანია Volkswagen-მა VW Passat-ის რიგით მეშვიდე თაობის მოდელები პრესისთვის ოფიციალურად წარმოადგინა. დახურულ პრეზენტაციაზე კომპანიის ახალი სედანი და ვერსია "უნივერსალი" გამოიფინა.

მიუხედავად ახალი იერსახისა, რომელიც ფლაგმანური სედანის Phaeton-ის სტილისაა, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილს უწინდელი, მაგრამ მოდერნიზებული პლატფორმა აქვს. სედანის გაბარიტული სიგრძე სულ 4 მმ-ით გაიზარდა (4769 მმ), ხოლო კიდევ ორი მმ-ით გრძელია "უნივერსალი". VW Passat-ის ორივე მოდიფიკაციის სიგანე და სიმაღლე უწინდელი დარჩა.

მოდერნიზაცია შეინიშნება ავტომობილის ინტერიერშიც – შეცვლილია ცენტრალური კონსოლი, წინა პანელი, მოწყობილობების ბლოკი. ავტომობილს საჭე და წინა სავარძლებიც განახლებული აქვს.

ახალი VW Passat ადაპტური კრუიზ-კონტროლითა და "საცობის" სიჩქარეზე (30 კმ/სთ-დე სიჩქარის დროს) ავარიის ამრიდებელი სისტემით, ასევე "სტოპ-სტარტ" ფუნქციის მქონე ენერგიის რეკუპერაციის სისტემით აღიჭურვება. ავტომობილის კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია - საბარგულის უკონტაქტო გაღებაა და ამისთვის მძღოლს ან მგზავრს მხოლოდ უკანა "ბამპერთან" ფეხის მიახლოება დასჭირდება.

ახალ VW Passat-ზე 10 სახეობის ძრავია გათვალისწინებული. აქედან 4-4 ბენზინისა და ტურბოდიზელისაა, თითო-თითო კი ბუნებრივ აირსა და ბიოსაწვავზე მუშაობს.

კატეგორია: ავტო | დაამატა: telavi20 (2010-09-30) | ავტორი: Volkswagen-მა ახალი Passat გამოამზე
ნანახია: 685 | ტეგები: Volkswagen-მა ახალი Passat გამოამზე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz