პარასკევი, 2024-05-10, 5:27 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ავტო

სუპერმანქანა "კრაისლერისგან"
ორლანდოში (ფლორიდის შტატი) ორიოდე დღის წინ გამართულ კონცერნ "კრაისლერის" დილერთა დახურულ კონფერენციაზე სუპერავტო Dodge Viper-ის მომავალი თაობის პროტოტიპი წარადგინეს. ღონისძიებაზე მყოფმა "კრაისლერის" გენერალურმა დირექტორმა, სერჟიო მარკიონიმ განაცხადა, რომ ახალი "ვაიპერის" გამოშვება 2012 წლიდან იგეგმება.

წარმოდგენილი სუპერავტო წინამორბედზე უფრო აგრესიულად გამოიყურება, ხოლო მისი დიზაინი კონფერენციის ყველა მონაწილემ მოიწონა. პროტოტიპის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ძარა იყო, რომელიც Candy-apple red-ის სახელით ცნობილი, ღია წითელი საღებავის 25 ფენითაა დაფარული. ახალი "ვაიპერის" კაპოტქვეშ, სავარაუდოდ, 8,4-ლიტრიანი, Multiair-ის ტექნოლოგიით შექმნილი, V10 ძრავა დამონტაჟდება, ხოლო საბაზო აგრეგატად V8 იქცევა. გავრცელებული ხმების თანახმად, ახალი "ვაიპერი" Dodge-ისა და Ferrari-ს თანამშრომლობის შედეგად იქმნება.

2009 წლის გაზაფხულზე კონცერნმა "კრაისლერმა" განაცხადა, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად ავტომწარმოებლის გაკოტრების გამო სუპერავტო "დოჯი ვაიპერი" კონვეიერიდან მოიხსნა. თუმცა ზაფხულში ჩრდილოამერიკული სუპერმანქანების აწყობა განახლდა. საბოლოოდ ამ მოდელის გამოშვება მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს დასრულდა
.



კატეგორია: ავტო | დაამატა: telavi20 (2010-10-04) | ავტორი: სუპერმანქანა "კრაისლერისგან"
ნანახია: 814 | ტეგები: სუპერმანქანა კრაისლერისგან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz