პარასკევი, 2024-05-10, 0:38 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ავტო

"კრაისლერის" ახალი ჯიპი

კონცერნმა "კრაისლერმა" განახლებული არასაგზაო - Jeep Patriot წარმოადგინა. ავტომობილს მოდერნიზებული ექსტერიერი და ინტერიერი, აგრეთვე საჭის მართვის განახლებული სისტემა აქვს. გარდა ამისა, მოდელის სრული აძვრის მქონე ვერსიის გზის ხილვადობა 2,5 სმ-ით გაიზარდა.

განახლებულ "ჯიპ პატრიოტს" წინამორბედისგან წინა ბამპერითაც გამოარჩევ, რომელზეც ნისლის საწინააღმდეგო ფარები ცენტრისკენაა გადაწეული. ასევე თვალში საცემია განსხვავებული რადიატორის ცხაური (ოდნავ შემცირდა სავენტილაციო ჭრილის სიმაღლე), მოდერნიზებული უკანა ბამპერი და 17-დუიმიანი ბორბლების დისკები. არასაგზაოს ძარა ახალ 4 ფრად იქნება შეღებილი. ახალ საჭის რგოლზე დამონტაჟებულია აუდიოსისტემის მართვის კლავიშები და კრუიზ-კონტროლი.

შეცვლილია ცენტრალური კონსოლი, თუმცა მისი არქიტექტურა ძველებური დარჩა. არასაგზაოს სალონში წინა მოდელებისგან განსხვავებული, უფრო ხარისხიანი მასალაა გამოყენებული, მათ შორის, სავარძლებისთვისაც. აშშ-ში რესტაილირებული "ჯიპ პატრიოტი" წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ავტომობილის ფასი ჯერჯერობით უცნობია. ადრე ანალოგიური ცვლილებები Jeep Wranler-მა განიცადა. ამ მოდელსაც შეეცვალა გარეგნობა, გაეზარდა ხმის ჩახშობის მაჩვენებელი და ინტერიერი.

კატეგორია: ავტო | დაამატა: telavi20 (2010-09-24) | ავტორი: "კრაისლერის" ახალი ჯიპი
ნანახია: 883 | ტეგები: კრაისლერის ახალი ჯიპი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz