ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:31 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ავტო

მაზდას" სამკარიანი ჰეჩბეკი
კომპანია "მაზდამ" კომპაქტური სამკარიანი ჰეჩბეკის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს არის ავტომობილი, რომელიც იაპონური ბრენდის ახალ საფირმო სტილშია შესრულებული. გამოქვეყნებულ ილუსტრაციებზე აღბეჭდილი მანქანა იმის წარმოდგენას იძლევა, თუ როგორი იქნება მომავალი თაობის მოდელები - Mazda 2 და Mazda 3.

კომპანია "მაზდას" ახალ საფირმო სტილს იაპონური სიტყვა "კოდო" ("მოძრაობის სული") ეწოდა. როგორც ადრე კომპანიის შეფ-დიზაინერმა იკუდო მაედამ განაცხადა, ასეთივე სტილში იქნება გადაწყვეტილი მარკის ყველა ავტომობილი, რომელიც ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ამასთან, უცნობია ის, თუ როდის შედგება "მოძრაობის სულის" სტილში შესრულებული პირველი ახალი სერიული მანქანების დებიუტი.

პროტოტიპი Shinari კონცეპტ-ავტოს, - Nagare - ჩაენაცვლა, რომელიც პირველად 2006 წელს წარმოადგინეს და დღემდე, "მაზდას" ყველა მოდელის საფუძველს შეადგენდა. ახალი სადიზაინერო მიმართულების შემუშავება კომპანიიდან წინამორბედი დიზაინერის, ლოურენს ვან დენ აკერის წასვლისთანავე დაიწყო.

მისი ადგილი იკუდო მაედამ დაიკავა, რომელიც ადრე მანქანების - Mazda 2 და RX-8 - შექმნაში მონაწილეობდა. Nagare-ს სტილისტიკის დიზაინით შექმნილი ბოლო მოდელი მომავალი თაობის მინივენი Mazda 5 იქნება.

კატეგორია: ავტო | დაამატა: telavi20 (2010-09-25) | ავტორი: მაზდას" სამკარიანი ჰეჩბეკი
ნანახია: 750 | ტეგები: მაზდას სამკარიანი ჰეჩბეკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz