ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:58 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ავტო

გერმანული ატელიე Maybach-ის ბაზაზე კუპეს გამოუშვებს
ატელიე Xenatec მზადაა, სედან Maybach 57S-ის ბაზაზე მდიდრული კუპეს წარმოება დაიწყოს. ავტომობილის შექმნაში მონაწილეობა კონცერნ Daimler-ის სპეციალისტებმა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 5,7-მეტრიანი ორკარიანი ავტომობილის მყიდველები Maybach-ის საფირმო გარანტიითა და Daimler-ის სერვის-ცენტრების მომსახურებით ისარგებლებენ.

ავტომობილი, რომლის იერსახის შექმნაზე ცნობილმა დიზაინერმა ფრედერიკ ბურჩჰარდტმა იზრუნა, 630-ძალიანი, V12 ტურბოძრავით და გადაცემათა ექვსსაფეხურიანი ავტომატური კოლოფით აღიჭურვება. კუპე 0-იდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 5 წამში განავითარებს.

ახალი ავტომობილის ოპციათა შორის შუშის სახურავიანი ვარიანტი და დაჯავშნული ვერსიაც განიხილება. მომავალში მისი ”სპორტ-მოდიფიკაციის” გამოშვებაც იგეგმება.

ატელიე Xenatec ავტომობილს სულ 100 ეგზემპლარად გამოუშვებს. კუპეს ფასი 675 ათასი ევრო იქნება.



კატეგორია: ავტო | დაამატა: telavi20 (2010-10-05) | ავტორი: გერმანული ატელიე Maybach-ის ბაზაზე
ნანახია: 920 | ტეგები: გერმანული ატელიე Maybach-ის ბაზაზე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz